წყალტუბოში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა

წყალტუბოში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა

გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში საცხოვრებელი სახლების ეზოები და მიწის ნაკვეთები დაიტბორა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და დატბორილი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ.

"ერთ კვირაზე მეტია წვიმს, მაგრამ რამდენიმე საათის წინ კოკისპირული წვიმა დაიწყო და სახლები დაიტბორა. ყველაფერი გაგვიფუჭდა, რაც სარდაფებში გვქონდა შენახული. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად დაგვეხმაროს", - აცხადებენ სოფელ ჟონეთში მცხოვრებლები.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა