ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთი დაიტბორა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთი დაიტბორა

გადაუღებელი წვიმის შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთი დაიტბორა, რის შედეგად გზაზე გადაადგილება შეუძლებელია.

გარდა ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში წყალმა მოსახლეობის ეზოები და სახლის სარდაფები დატბორა. კოკისპირული წვიმების შედეგად სოფელ ჟონეთში სკოლაც დაიტბორა.

"მოსული წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები. დაგვიზიანა ავეჯი და საოჯახო ტექნიკა. ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. მსგავსი სიტუცია თითქმის ყოველ წელიწადს არის. არ ვიცი, რა გვეშველება", - აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ ჟონეთში მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა