იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 600 000 ლარს გადააჭარბა

იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 600 000 ლარს გადააჭარბა

იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, წინასწარი ინფორმაციით, 600 000 ლარს გადააჭარბა.

იმერეთის ვიცე-გუბერნატორის სოსო ხახალეიშვილის განცხადებით, რამდენიმედღიანმა წვიმამ იმერეთში პრობლემები შექმნა. "მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა ამ დროის მონაცემებით, ზარალი დაახლოებით 600 000 ლარს აღწევს. შეძლებისდაგვარად ყველას დავეხმარებით, ვისაც პრობლემები შეექმნა", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

ადიდებულმა მდინარე რიონმა სოფელ ჟონეთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა