ძლიერმა ქარმა ბაკურიანთან ასწლოვანი ხეები მოთხარა

ძლიერმა ქარმა ბაკურიანთან ასწლოვანი ხეები მოთხარა

სტიქიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ბორჯომის გარეუბანში, თორის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა, ბაკურიანთან ახლოს, სოფელ ციხიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყიან ფართობს გრიგალმა გადაუარა. ადგილობრივების განცხადებით, ქარბორბალა დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ასწლოვანი ხეები ძირფესვიანად მოთხარა.

"ქარბორბალა 3-4 წუთი გრძელდებოდა, სოფელში ხმაური ისმოდა. როდესაც ზემოთ ავიხედეთ, დავინახეთ, რომ ტყიდან ასწლოვანი ხეები - ფიჭვები, მუხები რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე დაფრინავდა. გრიგალმა ტყესთან ახლოს მყოფი ნახირიდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც აიტაცა. მდინარის წყალსაც კი, ზემოთ ვხედავდით ჰაერში, ასეთი რამ არასდროს გვინახავს, მოსახლეობა უკიდურესად შეშინებული იყო. მოგვიანებით, როდესაც ტყეში ამოვედით, დაახლოებით 10 ჰექტარზე დაგვხვდა განადგურებული ტყის მასივი. 100-ზე მეტი ასწლოვანი ხეა მოგლეჯილი, იქვე ეგდო მკვდარი ძროხაც", - აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ციხიჯვარში ნიკოლოზ პავლოვი.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე აცხადებს, რომ სატყეო დეპარტამენტთან თანამშრომლობით ერთობლივად მოხდება განადგურებული ტყის მასივის შესწავლა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა