სოფიო კილაძე ადასტურებს, რომ დავით ჯანდიერს პოლიტიკური ხასიათის კითხვები დაუსვა

სოფიო კილაძე ადასტურებს, რომ დავით ჯანდიერს პოლიტიკური ხასიათის კითხვები დაუსვა

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის შერჩევის კომისიის ერთ-ერთი წევრი, ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ადასტურებს, რომ მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, დავით ჯანდიერს პოლიტიკური ხასიათის კითხვები დაუსვა.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დავით ჯანდიერი პოლიტიკურ პროცესებთან აქტიურ შემხებლობაში იყო, ერთ-ერთ კრიტერიუმად მოსამართლეობის კანდიდატს კი მოეთხოვება იყოს მიუკერძოებელი.

კომისიის წევრი კანდიდატების ზოგად შეფასებასაც აკეთებს და აღნიშნავს, რომ კონკურენცია მაღალია, კანდიდატთა შორის კი, ბევრს აქვს მაღალი კვალიფიკაცია.

"ვადასტურებ, რომ ბატონ დავით ჯანდიერს პოლიტიკური კუთხითაც დავუსვით შეკითხვა, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკასთან იყო შემხლებლობაში და ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი გახლდათ, აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს. ერთ-ერთი კრიტერიუმი კი არის, რომ კანდიდატი მიუკერძოებელი იყოს. ის ამბობს, რომ პოლიტიკაში ჩართული იყო როგორც იურისტი, მე კი მის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ზოგადად მაღალი კონკურენციაა, ბევრი კვალიფიციური კანდიდატია წარმოდგენილი და მიხარია, რომ ამ კანდიდატურებში ბევრია ისეთი, რომელთა კვალიფიკაციაც დაამშვენებდა სტრასბურგის სასამართლოს", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დღეს გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დავით ჯანდიერმა. "მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კარიერის 95% სამართალს უკავშირდება, გასაუბრების დროს კითხვების უმეტესობა სამართალთან დაკავშირებული არ ყოფილა, რაც ცოტა უცნაურია, - განაცხადა დავით ჯანდიერმა. როგორც დავით ჯანდიერმა განაცხადა, მას "პოლიტიკური ხასიათის შეკითხვები" დაუსვეს, თუმცა ჯანდიერმა არ დააკონკრეტა, ვინ დაუსვა ასეთი შეკითხვები.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა