გურჯაანის რაიონში არასრულწლოვანი ძმები დაჭრეს

გურჯაანის რაიონში არასრულწლოვანი ძმები დაჭრეს

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში 15 და 17 წლის ძმები დაჭრეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ არასრულწლოვანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, მეორეს კი მენჯ-ბარძაყზე აქვს მიყენებული. მათივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სოფელ შაშიანში გამგებლის წარმომადგენლის, ნიკოლოზ მღებრიშვილის განცხადებით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა.

"ჩემი ინფორმაციით, ინციდენტი ღამის 11 საათზე, სოფლის სასაფლაოსთან ახლოს მოხდა. რამ გამოიწვია კონფლიქტი, პოლიცია დაადგენს, ალბათ", - აღნიშნა ნიკოლოზ მღებრიშვილმა.

იხილეთ ვრცლად reginfo.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ