კახეთში ლგბტ თემის წევრების ცემაში ბრალდებული სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა

კახეთში ლგბტ თემის წევრების ცემაში ბრალდებული სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ლგბტ თემის ორი წარმომადგენელის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა. როგორც "რეგინფოს" დაზარალებულების ადვოკატმა განუცხადა, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო.

მისივე თქმით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მოსამართლემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება - ძალადობა, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 120-ე მუხლზე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება).

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს სასამართლომ დაზარალებული სტატუსი მიანიჭა. საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად შევიტან სამოქალაქო სარჩელს მკურნალობის ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის", - აღნიშნა ადვოკატმა.

იხილეთ ვრცლად reginfo.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა