ხობში ადიდებულმა მდინარემ სატვირთო მანქანა გზიდან გადააგდო - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

ხობში ადიდებულმა მდინარემ სატვირთო მანქანა გზიდან გადააგდო - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ხობი კალაპოტიდან გადავიდა და საჯიჯაოს-ბიის მონაკვეთზე სატვირთო მანქანა გადაიტანა სავალი გზიდან. სამაშველო სამსახურმა ოპერატიულად შეძლო მძღოლის გადარჩენა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობიან მდგომარეობას. პრობლემურ ადგილებზე ასევე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები. ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა