ქუთაისი - "ბაკების ქალაქი"

ქუთაისი - "ბაკების ქალაქი"

ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგებით მხოლოდ სამი უბანი: ავტოქარხანა, გორა და ჭომა სარგებლობს, რაც ქალაქის მასშტაბით აბონენტების 28%-ს შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენი უბნების მცხოვრებლებს, მათ წყალი დღემდე გრაფიკით მიეწოდება. გაუმჯობესებული გრაფიკით იღებს წყალს ე.წ. პლაშატკის მოსახლეობა, სადაც მანამდე წყალი ყოველ მეორე დღეს მოდიოდა.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უკვე მეორე წელია ქალაქის მასშტაბით წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 86 მილიონი ლარია. "ქუთაისის 100%–ის 24 საათიანი წყალმომარაგება დაგეგმილია მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 2019 წელს", - ნათქვამია კომპანიის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მიწერილ წერილში.

იხილეთ ვრცლად და დაათვალიერეთ ფოტოები kutaisipost.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა