ქუთაისის ცენტრში მეუფის სურვილით ეკლესია შენდება: "ტაძარი "მაკდონალდსზე" მაღალი უნდა გამოჩნდეს..."

ქუთაისის ცენტრში მეუფის სურვილით ეკლესია შენდება: "ტაძარი "მაკდონალდსზე" მაღალი უნდა გამოჩნდეს..."

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" რესტორნის მიმდებარედ, ორსართულიანი ტაძარი აშენდება. ამის შესახებ ადგილობრივ სააგენტო "ქუთაისიპოსტს" პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ანდრო მარჯანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალდსის" რესტორანზე მაღალი გამოჩნდეს.

არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა იქნება, მეორე კი გუმბათოვანი. "პროექტი ჯერ შემუშავების სტადიაშია," - ამბობს ანდრო მარჯანიშვილი  წაიკითხეთ მეტი "ქუთაისიპოსტზე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა