გორის გამგეობამ 2 მილიონი ლარი ბანკში გააპროცენტა

გორის გამგეობამ 2 მილიონი ლარი ბანკში გააპროცენტა

გორის მუნიციპალიტეტის საბუღალტრო განყოფილების უფროსმა ნანა ჩეჩელაშვილმა 2015 წლის 2 თებერვალს "შემნახველ ანგარიშზე" 2 მლნ ლარი გადარიცხა. მისი თქმით, ეს თანხა თავისუფალ თანხას წარმოადგენდა, რასაც საფინანსო სამსახურის უფროსი ლია მერებაშვილიც იზიარებს. ამ გაპროცენტებული თანხის შესახებ ლია მერებაშვილმა ბოლო საკრებულო სხდომაზე ისაუბრა. ეს მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ საიდან უნდა დაფინანსდეს ააიპი ანსამბლი "მაჩაბელი", ხოლო ააიპ "გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრს" რა სახსრებით ეზრდება დაფინანსება 51 ათასი ლარიდან 95 ათას ლარამდე.

"ამ ეტაპზე თავისუფალი თანხები არ გვაქვს, მაგრამ ბანკიდან მიღებული პროცენტებით შევძლებთ აიპიებისთვის თანხების მოძებნას" - განაცხადა მათ საპასუხოდ ლია მერებაშვილმა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, თუ საიდან მოიძებნა წლის დასაწყისში აღნიშნული თავისუფალი თანხა. თუმცა ხელმძღვანელი პირებისგან ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები მიიღო.

"ეს ხელფასების თანხაა, მე როგორც ვიცი, უფრო ზუსტად საფინანსო სამსახურის უფროსს ეცოდინება" - განაცხადა გორის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

"ეს თანხა ჩვენ გვქონდა, როგორც თავისუფალი თანხა, "ქეშის" სახით. დავდეთ დეპოზიტზე, რითაც მუნიციპალიტეტი გარკვეულ მოგებას ნახავს" - განმარტავს ლია მერებაშვილი "ქართლის საინფორმაციო ცენტრთან" საუბრისას.

გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილიც ადასტურებს, რომ ეს ორი მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გამოთანაბრებითი ტრანსფერტის თანხას წარმოადგენს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა