თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, შეხვედრაზე თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის წინასწარი ეკოლოგიური კვლევის (IEE) ანგარიში განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას თელავის ქვეპროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები გააცნეს.

მოსახლეობის შეკითხვებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აზიის განვითარების ბანკის პროგრამის გარემოს დაცვის კონსულტანტმა ქეთევან ჩომახიძემ და საპროექტო დეპარატმენტის შიდა პროექტების სამსახურის უფროსმა ფარნა მიქიაშვილმა უპასუხა.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მოსახლეობის მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები ანგარიშის საბოლოო დოკუმენტში აისახება.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა