გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. პროექტის განხორციელების შემდეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია შპს " საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან". პროექტის მიხედვით, ახალსოფლის, ნორიოს, მარტყოფის წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება, ნაწილობრივ მოეწყობა სათავე ნაგებობა, გაკეთდება ჭაბურღილები და მათი შემკრები კოლექტორები, წყლის შემკრები რეზერვუარი, მდინარისგან დამცავი გაბიონები და სატუმბი სადგური, ამასთანავე საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენის ნაწილობრივი მოწყობაც (სათავე ნაგებობიდან გომბორის გზამდე) მოხდება. სამუშაოების პირველ ეტაპს კომპანია 2017 წლის 29 დეკემბრამდე დაასრულებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს, 2017 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოების შესასრულებლად 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა