წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი სოფლიდან გასახლებას ითხოვს

წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი სოფლიდან გასახლებას ითხოვს

წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი სოფლიდან გასახლებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი გაწვიმების შემდეგ სოფელი იტბორება და ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ გამოიყოს კომისია, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს შეაფასებს.

ბოლო ორი თვის მანძილზე სოფელი ძლიერი წვიმისგან სამჯერ დაიტბორა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გენადი ბალანჩივაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გზით უნდა მიიღონ.

"სოფელ ჟონეთში მდინარე რიონის პირას მცხოვრები ოჯახები ძლიერი წვიმების დროს მუდმივად იტბორებიან, 2008 წელს ამ ოჯახებმა უარი თქვეს კომპენსაციის თანხების მიღებაზე და საკარმიდამო ნაკვეთების დატოვებაზე, ამჯერად კი უნდა მოხდეს ყველას აზრის შეჯერება", - აცხადებს გამგებლის მოადგილე.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა