აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან - რაში ადანაშულებენ პაციენტის ახლობლები მედპერსონალს

აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან - რაში ადანაშულებენ პაციენტის ახლობლები მედპერსონალს

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე პაციენტის ნინო კაცაძის ახლობლებმა აქცია გამართეს. შეკრებილები ამავე საავადმყოფოს მედპერსონალს უყრადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, პაციენტი რამდენიმე დღეა უგონო მდგომარეობაში აპარატზეა მიერთებული და ახლობლები მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებენ. მათივე თქმით, ნინო კაცაძემ ორი თვის წინ კუჭზე ოპერაცია გაიკეთა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ახლობლები ამბობენ, რომ სამედიცინო ჩარევის დროს პაციენტს საყლაპავი მილი დაუზიანეს, რის გამოც მისი თბილისში სამკურნალოდ გადაყვანა არაერთხელ სცადეს, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამო ვერ შეძლეს.

შეკრებილები აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ზაალ მიქელაძეს მიმართავენ და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა