სამტრედიის რაიონში, საჯავახოსთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობია

სამტრედიის რაიონში, საჯავახოსთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობია

სამტრედიის რაიონში, საჯავახოსთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. გადაადგილება უჭირს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს, ისე საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტომობილებსაც.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილები უკვე 40-45 წუთია გაჩერებულები არიან. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ავტოსაგზაო მონაკვეთზე შეფერხება სატრანზიტო ტრაილერის დაზიანებამ გამოიწვია, რის გამოც ის გზის სავალ ნაწილზე გაჩერდა და სხვა ავტომობილებს გზა ჩაუხერგა.

ადგილზე მობილიზებული არიან შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც მოძრაობის აღდგენას ცდილობენ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა