ყარაჯალაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის დეტალები: "ჩემ ძმას 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200 კი იდგა და ტელეფონით იღებდა"

ყარაჯალაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის დეტალები: "ჩემ ძმას 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200 კი იდგა და ტელეფონით იღებდა"

გაჩიანის სოფელ ყარაჯალაში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმა დანაშაულის დეტალების შესახებ ყვება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს განუცხადა, თვითმხილველებმა უთხრეს, რომ მის ძმას რიგ-რიგობით 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200-მდე თანასოფლელი კი შორიახლოს იდგა და ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებდა, თან ტელეფონებით ფოტოებსა და ვიდეოს იღებდნენ.

"ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ საშინელება დაგვემართა. მანქანა დავიქირავე და იმ ადგილზე მივედი, სადაც ჩემი ძმა გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როდესაც მივედი, ბალახებში უგონო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები ეგდო. სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიყვანე, რომ გადამერჩინა. დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პოლიციამ მხოლოდ იმ ქალის ქმარი, მაზლი და ძმა დააკავა. თვითმხილველებმა კი მითხრეს, რომ რიგ-რიგობით 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200-მდე შორიახლოს იდგა და თვალყურს ადევნებდა, თან ტელეფონებით ფოტოებსა და ვიდეოს იღებდნენ. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ასე გულგრილად იდგა და უყურებდა ამ სისასტიკეს", - განაცხადა ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმამ.

ამასთან, მას დედისგან განსხვავებული პოზოცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი დამნაშავეების სათანადოდ დასჯა არ მოხდება, მათ ფიზიკურად ოჯახი გაუსწორდება.

"კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ მოძალადეებსა და მათი ოჯახის წევრებს ისევე გავუსწორდეთ, როგორც ჩემ ძმას. ძალადობით ვერაფერს შევცლით, ამიტომ თხოვნით მივმართავთ პოლიციას, რომ ჩემი ძმის მიმართ სასტიკი ანგარიშსწორების სხვა დანარჩენი მონაწილეები დროულად დააკავონ და კანონის თანახმად გაასამართლონ", - აღნიშნა მან.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა