ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ისტორიული საათი დააბრუნეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ისტორიული საათი დააბრუნეს

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ცენტრალური მოედნიდან აღებული საათი ძველ ტერიტორიას დაუბრუნეს, თუმცა შეცვლილი ადგილმდებარეობით და დიზაინით.

"მაკდონალდსის" კვების ობიექტის მშენებლობის გამო, მიმდინარე წლის დასაწყისში საათის დემონტაჟი მოხდა. ამიტომაც, საათის რეაბილიტაცია "მაკდონალდსის" რესტორნების ქსელის მესაკუთრე კომპანიამ "თ და კ რესტორნებმა" განახორციელა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ საათს მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაამონტაჟებდნენ, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ საათს ტექნიკური რეაბილიტაცია უტარდებოდა. კერძოდ, შეიცვალა მექანიზმი და ვიზუალურად გაახლდა.

ქუთაისის ცენტრში საათი 1963 წელს გამოჩნდა, რომლის ავტორი, არქიტექტორი ბორის ჯაფარიძე იყო.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა