15:44 / 18-09-2017
"დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - პედაგოგი, რომელმაც პირველკლასელებს "ოცნების" დროშებით გადაუღო ფოტო, საუბნო კომისიის წევრია
შუახევში, სოფელ სხეფში პირველი კლასის მოსწავლეებს 15 სექტემბერს ყვავილების ნაცვლად პარტია "ქართული ოცნების" დროშები დააჭერინეს ხელში. კლასის ხელმძღვანელმა მარინა დარჩიძემ ამის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ატვირთა, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ მარინა დარჩიძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სოფელ სხეფის მეორე უბანზე, საარჩევნო ოლქის მიერ არჩეული საუბნო კომისიის წევრი იქნება. იგი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ამავე უბნის თავმჯდომ
არე გახლდათ. პედაგოგი სკოლაში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აგიტაციას უარყოფს და აცხადებს, რომ შედეგზე არ უფიქრია.

მარინა დარჩიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განმარტა, რომ სკოლის დირექციისგან შენიშვნა მიიღო და მის საკითხზე დისციპლინური კომიტეტი მუშაობს.

"აკრძალვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. ყველაფერი დაუკვირვებლად გამომივიდა. იმ წუთს არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. დროშები ბავშვებს ხელში ჰქონდათ და მთხოვდნენ ფოტოს გადაღებას. ფოტო წუხელ ავტვირთე. მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა. მომხდარის გამო, დირექციისგან საყვედური მივიღე. ჩემს მიმართ დისციპლინური კომისია მუშაობს. არ ვიცი, უბრალოდ დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?", - აცხადებს მარინა დარჩიძე.

სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში "ქართული ოცნების" დროშების გამოფენის ფაქტს არასამთავრობო სექტორში უარყოფითად აფასებენ. როგორც "სამართლიანი არჩევნების" აჭარა, გურია, ფოთის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბერიძე აცხადებს, სააგიტაციო მასალის სკოლაში გამოფენა "ზოგადი განათლების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება".

"სააგიტაციო მასალის სკოლაში გამოფენა, პოლიტიკური აქტივობის გამოვლენას წარმოადგენს, რაც "ზოგადი განათლების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება". იმპერატიულად დაუშვებელია ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლის პროცესის პოლიტიზირება. ფაქტი ჩვენს ანგარიშში აისახება", - ამბობს მადონა ბერიძე.

ამასთან, მადონა ბერიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიის წევრობის გამო მარინა დარჩიძეს სანქცია არ ეკუთვნის. "საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია. ამისათვის მას სანქცია არ ეკუთვნის. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ოფიციალური უფლებამოსილება ენიჭებათ უბნის კომისიის პირველი სხდომის შემდეგ და ჯერ ოფიციალური უფლებამოსილებები არა აქვთ. აქედან გამომდინარე, როგორც უბნის კომისის წევრის ნორმაზე და სანქციაზე ვერ ვისაუბრებთ",- აცხადებს მადონა ბერიძე.

აჭარის განთლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო პროცესებში ჩართულია და თვალყურს ადევნებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას.

"აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსწავლეების პოლიტიკურ აგიტაციაში ჩართვას, რაც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს. ამ პერიოდისთვის სკოლის დირექციის მიერ მოხდა ფაქტზე რეაგირება და აღნიშნული საკითხი განსახილველად და რეაგირებისათვის გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს. სამინისტრო ჩართულია და თვალყურს ადევნებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას",- აცხადებს ინგა შამილიშვილი.

მარიკო კეკელიძე
AMBEBI.GE
13:05 / 19-10-2017
ნატო
0
ანგელოზი ბავშვები არ უნდა გარიოთ პოლიტიკურ სიბინძურეში და საერთოდ ნებისმიერი ხელისუფლების ფარისევლობა არ უნდა იკადროს მასწავლებელმა!
გამოეხმაურე / 0 /
21:03 / 01-10-2017
მარი
0
რა არის აქ ცუდი საქციელი,დროშები ეჭირათ და ძალიან კარგი.მეტი საქმე არაფერი გაქვთ??
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში 317 უბნიდან დათვლილია 270 უბნის შედეგი
ღონისძიება მცხეთაში 2 საათზე მეტია მიმდინარეობს
ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია
საკრებულოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით 15 დეპუტატი შედის
საკრებულოს მანდატების მისაღებად პარტიებისთვის დადგენილი ზღურბლი 4%-ია
ცესკო-ს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2 268 უბნის მონაცემები
ამ ეტაპზე ცესკოს თბილისში 737 უბნიდან 301 უბნის მონაცემები აქვს დათვლილი
კახა კალაძე პარტიის ოფისთან მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად იმყოფება
ლენტით არის შემოსაზღვრული შტაბთან მდგარი კარავი, სადაც თავდასხმის დროს შტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49