კახეთის სკოლაში ჰიჯაბით არ შეშვების გამო მოსწავლის მშობლები დირექტორს უჩივიან

 კახეთის სკოლაში ჰიჯაბით არ შეშვების გამო მოსწავლის მშობლები დირექტორს უჩივიან

კახეთის სკოლაში ჰიჯაბით არ შეშვების გამო მოსწავლის მშობლები დირექტორს უჩივიან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა მე-7 კლასელი მოსწავლე სკოლაში ჰიჯაბით არ შეუშვა.

მომხდარის გამო დირექტორ ელზა აშიროვას მოსწავლის მამა, ასტანოვ თაჰირი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ტაჰირი ჰიჯაბის ტარებას ტრადიციას უკავშირებს, დირექტორს კი შვილის დისკრედიტაციაში სდებს ბრალს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლის დირექტორმა ელზა აშიროვამ განუცხადა, თავსაბურავის აკრძალვა სკოლის შინაგანაწესის დაცვით მოხდა, რომლის მიხედვითაც, სკოლის შენობაში კეპის, ქუდის და სხვა აქსესუარების ტარება იკრძალება.

მოსწავლის მშობლები რეაგირებას ითხოვენ, რის გამოც მათ თელავის რესურსცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა