13:46 / 29-09-2017
რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ქობულეთში 12 მოსწავლის ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა
რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ქობულეთში 12 მოსწავლის ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა ქობულეთში, მეორე საჯარო სკოლის 12 მოსწავლის ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მადონა გოგიტიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ბავშვების ინტოქსიკაცია.

როგორც მადონა გოგიტიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის სკოლის ბუფეტში სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგს ახორციელებენ.

"კვებისა და წყლის ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ბუფეტში სურსათის უვნებლობის სამსახური სიტუაციას ამოწმებს. სხვა პროცედურა სკოლაში არ მიმდინარეობს. ჯერჯერობით ინტოქსიკაციაზე რაიმე
სახის დასკვნა არ დადებულა. დღეს გაკვეთილს მოსწავლეთა უმრავლესობა არ ესწრებოდა. 12 - დან მხოლოდ 3 გამოცხადდა. მშობლებმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ ბავშვები სახლში ყოფილიყვნენ. ისინი თავს კარგად გრძნობენ", - განაცხადა მადონა გოგიტიძემ.

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მე-7 კლასის 12 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს. ისინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა საავადმყოფო გუშინვე დატოვეს.
კომენტარი ჯერ არ დამატებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49