რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ქობულეთში 12 მოსწავლის ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა

რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ქობულეთში 12 მოსწავლის ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა

რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ქობულეთში 12 მოსწავლის ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა ქობულეთში, მეორე საჯარო სკოლის 12 მოსწავლის ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მადონა გოგიტიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ბავშვების ინტოქსიკაცია.

როგორც მადონა გოგიტიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის სკოლის ბუფეტში სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგს ახორციელებენ.

"კვებისა და წყლის ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ბუფეტში სურსათის უვნებლობის სამსახური სიტუაციას ამოწმებს. სხვა პროცედურა სკოლაში არ მიმდინარეობს. ჯერჯერობით ინტოქსიკაციაზე რაიმე სახის დასკვნა არ დადებულა. დღეს გაკვეთილს მოსწავლეთა უმრავლესობა არ ესწრებოდა. 12 - დან მხოლოდ 3 გამოცხადდა. მშობლებმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ ბავშვები სახლში ყოფილიყვნენ. ისინი თავს კარგად გრძნობენ", - განაცხადა მადონა გოგიტიძემ.

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მე-7 კლასის 12 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს. ისინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა საავადმყოფო გუშინვე დატოვეს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა