21:20 / 07-10-2017
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 110 ათას ჰექტრამდე ფართობი შეიწამლა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 110 ათას ჰექტრამდე ფართობი შეიწამლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში: სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით 110 ათასი ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები შეიწამლა.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში 230 ათასი ოჯახისთვის პრეპარატების გადაცემაა დაგეგმილი. თითო ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონი (მავნებლის
მოსაზიდი ხაფანგი) გადაეცემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები: სამეგრელოს რეგიონი - 95 911; გურია - 50 670; იმერეთი - 38 838; აჭარა - 13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ასევე ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, მოსახლეობას გადაეცემა ბუფენტრინის ჯგუფის პრეპარტები, რომლებიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და ყველაზე ეფექტურია აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგოდ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მავნებლის გავრცელების არეალის კონტროლის მიზნით, მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მონიტროინგი. ამ მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით, 351 სოფელში დამონტაჟდა ფერომონები. ინტენსიურად მუშაობს ცხელი ხაზი. 2017 წელს ცხელ ხაზზე შესულია 4100-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება.

"საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი ბროშურა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით 2016 წელის მოამზადა. მავნებლის ძლიერი გავრცელებისთანავე, სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, შარშან ნოემბერში მოწვეული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელთა რეკომენდაციებითაც მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა შემუშავდა", - განაცხადეს სამინისტროში.
ტეგები:
კომენტარი ჯერ არ დამატებულა
მსგავსი სიახლეები
ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა
”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალ წელს მაქსიმალურად შევძლოთ აზიური ფაროსანას პოპულაციის კონტროლქვეშ მოქცევა”
"კორპუსში მოვიდნენ და თქვეს, რომ ქალაქის მერიის დაკვეთით ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში?
"საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება"
+PHOTO ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი
იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდს გამოიყენებენ, აუცილებლად უნდა დაიცვან "ლოდინის პერიოდი",
"ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს"
"ჯერ არსად დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ მწერს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49