ქუთაისში ძლიერმა წვიმამ ქუჩები და სახლის ეზოები დატბორა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ ქუჩები და სახლის ეზოები დატბორა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი იტყობინება, უხვი ნალექის გამო დაიტბორა სახლები და გზები.

სანიაღვრე ქსელი უხვი ნალექის გატარებას ვერ ახერხებს, რის გამოც ქალაქის გარეუბანში პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა. გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

თვითმხილველების ფოტოები ქუთაისში, ავტოქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული. არსებული ინფორმაციით, დატბორილია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც.

იხილეთ ვიდეო: წყალში მოცურავე ავტომობილები და დატბორილი ქუჩები - რა ხდება ამჟამად ქუთაისის პარლამენტთან

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დატბორილია ქალაქების ცენტრალური ქუჩები, საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი და დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

ფოტოები გვერდიდან "ქუთაისი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა