"გადასატანი ყუთის მიტანისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან" - კურიოზული დარღვევა გორში

"გადასატანი ყუთის მიტანისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან" - კურიოზული დარღვევა გორში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გადასატანი ყუთის წაღებისას დარღვევები დაფიქსირდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ლიდერის, ბადრი ბასიშვილის თქმით, გადასატანი ყუთებით მიცემული ხმები ყალბდება და აღნიშნული უბნების შედეგების ბათილად ცნობის საკითხს დააყენებენ.

პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირმა ამბარდნიშვილმა კი აღნიშნა, რომ პირები, ვისთანაც გადასატანი ყუთები მიიტანეს, განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა რიცხვს არ მიეკუთვნებიან.

"ორ მისამართზე მეზობლებმა თქვეს, რომ მითითებული პიროვნებები აბსოლუტურად ჯანმრთელნი არიან და ამჟამად სახლში საერთოდ არ იმყოფებოდნენ, მესამე ამომრჩეველს კი, პირადად ვესაუბრეთ და თქვა, რომ იეჰოვას მოწმეა და საერთოდ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, მისთვისაც გაუგებარია, რატომ შეიყვანეს იმ ამომრჩეველთა სიაში, ვისაც გადასატანი ყუთი ესაჭიროებოდა", - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

პარტიის გორის მერობის კანდიდატი რევაზ კახნიაშვილი აცხადებს, რომ დარღვევის და ამომრჩეველზე ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა დევნილთა ჩასახლებებშიც და აღნიშნულ დარღვევებზე ენმ-მ საჩივრებით უკვე მიმართა საარჩევნო კომისიას.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა