ოზურგეთში, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ლიდერობს

ოზურგეთში, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ლიდერობს

ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში, თითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ლიდერობს.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში სულ არსებული 62 უბნიდან ამ დროისთვის წინასწარი შედეგები დათვლილია 32 უბნის მიხედვით, შესაბამისად, ნახევარი ოქმებისა ჯერ კიდევ დასათვლელია.

32 უბნის მიხედვით არსებული წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმათა 48,85% დააგროვა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 51,15%.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა