ვინ ჩამოყარა ყვარლის რაიონის სოფლებში ვერტმფრენიდან კანფეტები?

ვინ ჩამოყარა ყვარლის რაიონის სოფლებში ვერტმფრენიდან კანფეტები?

ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლების ტერიტორიაზე, ვერტმფრენიდან კანფეტები ჩამოყარეს.

ფაქტი დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა და ტკბილეული ჩამოყარეს სოფლების: გრემის, საბუის, ალმატის, ენისლის სკოლებში, მაშინ როცა აღსაზრდელები შესვენებაზე სკოლის ეზოში იყვნენ გამოსული. როგორც reginfo.ge წერს, აღნიშნული აქცია გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა განახორციელეს.

AMBEBI.GE სკოლების დირექტორებს გაესაუბრა, რომლებიც ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ვისი იდეა იყო ვერტმფრენიდან ტკბილეულის გადმოყრა, არ აკონკრეტებენ.

გრემის საჯარო სკოლის დირექტორის ნინო მამაგულაშვილის ინფორმაციით, კანფეტების გადმოყრა გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო ვერ მოხერხდა და დღეს 20-წუთიანი დასვენების დროს, როდესაც ბავშვები ეზოში იყვნენ, ვერტმფრენიდან კანფეტები გადმოყარეს. სკოლის დირექტორი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ტკბილეულის გადმოყრის იდეა სასულიერო პირებს უკავშირდება. მამაგულაშვილის თქმით, მას ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაუკავშირდა და ამ იდეის შესახებ უთხრა, რაზეც დირექტორის თანხმობა მიიღო.

ხილეთ ვიდეო: ვერტმფრენიდან გადმოყრილი ნაკურთხი კანფეტები მოსწავლეებს სასულიერო პირებისგან: ვის შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება?

ენისლის სკოლის დირექტორს კოლეგებისგან განსხვავებით გრემის მონასტრის მოძღვარი მამა იოანე დაუკავშირდა და აცნობა, რომ ბავშვებისთვის ვერტმფრენიდან კანფეტების გადმოყრას გეგმავდნენ.

აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა საგანმანათლებლო რესურსცენტრი, როგორც მისმა უფროსმა ქეთევანმა ჭიპაშვილმა mshoblebi.ge-ს განუცხადა, სკოლის დირექტორებისგან შეიტყო მომხდარის შესახებ:

- რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, 12-ის ნახევრიდან 12 საათამდე მოხდა ეს ფაქტი. სკოლის დირექტორები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გადაიფრინა ვერტმფრენმა და სოფელში ჩამოყარა კანფეტები. აქციის შესახებ მე ინფორმირებული არ ვყოფილვარ. ისინი სკოლის ტერიტორიაზე არ შემოსულან, ვერტმფრენით ვინ გადაიფრენს და ვინ გადმოიფრენს, მე მგონი ეს ჩემთან არ შეთანხმდება და არც მუნიციპალიტეტთან. ეს სხვა ორგანოების საქმეა. ზოგადად ეს საქციელი არ არის გამართლებული, ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ჩვენთან შეთანხმებით რომ მომხდარიყო, ჩვენ ავუხსნიდით, რომ კანფეტების სკოლაში ჩამოყრა არ იყო მიზანშეწონილი. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აქციის გამო არც ერთ ბავშვს არ დაუგვიანია გაკვეთილზე. კანფეტები ჩამოყარეს დიდი დასვენების დროს, გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში, მამა იონეს ინიციატივით  წაიკითხეთ მეტი

ნათია წითელაური, AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა