რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ბათუმში ე.წ ბენზეს დასახლებაში, 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათი განცხადებით, გოგონა სახლში მამიდასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დღეები მარტო იყო.

გარდაცვლილი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. ის გუშინ ღამით სახლში მოსული დაინახეს, დღეს დილიდან კი აღარ გამოჩენილა. როგორც მეზობლები ყვებიან, გარდაცვლილის საცხოვრებლიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც მეზობლებმა გოგონასთან დარეკეს და კარებზეც დაუკაკუნეს. მან არც ტელეფონის ზარებს უპასუხა და არც კარი გააღო, რის გამოც სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამაშველოს წარმომადგენლებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. "ბენზეს" დასახლებაში მცხოვრებთა ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები რჩებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, გარდაცვლილს პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

იხილეთ ვიდეო

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა