ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კოლეგას წყლით სავსე ბოთლი ესროლა, რამდენიმე დეპუტატს კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კოლეგას წყლით სავსე ბოთლი ესროლა, რამდენიმე დეპუტატს კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა

ბორჯომის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა "ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

მაუწყებლის ინფორმაციით, ინციდენტი საკრებულოს სხდომაზე მოხდა, სადაც განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ დღევანდელი დღის წესრიგით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში საკითხის დამატებას ითხოვენ, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმება.

პროტესტი "ლეიბორისტული პარტიის" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა გამოთქვეს. ოპოზიციის შეფასებით, სხდომა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კოლეგების პოზიციას არ იზიარებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. მათი თქმით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი, მომავალი სხდომისთვის უნდა გადაიდოს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების მობლიზება გახდა საჭირო. ასევე, სხდომა რამდენჯერმე დატოვეს უმრავლესობის წევრებმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაც დეპუტათა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

ამ დროისთვის სამანდატო კომისიამ საკრებულოს 28 წევრის უფლებამოსილება სცნო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას "ტელეკომპანია ბორჯომი" აშუქებს.

(გამოყენებულია ტელეკომპანია "ბორჯომის" ფოტო)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა