სოფელ მუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ მუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ სოფელ მუღანლოს ახალი საბავშვო ბაღი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და დაწესებულების აღსაზრდელებთან ერთად გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ სოფელ მუღანლოს ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. დაწესებულებაში ამოქმედდა სამი ჯგუფი, რომელთა მომსახურებით სარგებლობას ასამდე აღსაზრდელი შეძლებს.

მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულების აშენება, მას შემდეგ გახდა საჭირო რაც სოფელ მუღანლოს საბავშვო ბაღის ძველი, ამორტიზებული შენობა და ინფრასტრუქტურა დემონტაჟს დაექვემდებარა.

მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა, რომელიც შპს "პარმაღმა" შეასრულა. პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული ფონდიდან 157 300 ლარით, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 252 000 ლარით დაფინანსდა. სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის ღირებულებამ 409 300 ლარი შეადგინა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა