ხულოს 43, შუახევის 28 და ქედის ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ხულოს 43, შუახევის 28 და ქედის ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ხულოს 43, შუახევის 28 და ქედის ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ხულოს მერი გოჩა მელაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, სასწავლო პროცესის შეწყვეტა უხვმა ნალექმა გამოიწვია.

მერის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარი მაღლობში მეტრნახევარს, ხოლო დაბაში ერთ მეტრს აღწევს.

გოჩა მელაძე ამბობს, რომ შიდა სასოფლო გზების გაწმენდას აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა ახორციელებს. ცენტრალურ გზაზე კი გადაადგილება თავისუფლად შეიძლება.

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა