"ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია" - ქობულეთიდან დაკარგულ 17 წლის ბიჭს მეათე დღეა ეძებენ

"ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია" - ქობულეთიდან დაკარგულ 17 წლის ბიჭს მეათე დღეა ეძებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მცხოვრები 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ოჯახი ახალ ვერსიაზე საუბრობს.

გაუჩინარებულ ბიჭს უკვე მეათე დღეა ეძებენ და როგორც მისი და, თეონა დოლიძე ამბობს, მოზარდი ძალადობის მსხვერპლია, ამიტომ გამოძიება სწორედ ამ კუთხით უნდა მუშაობდეს.

როგორც თეონა დოლიძე ამბობს, მისი ძმა 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, "თუმცა იქამდე არ მისულა, ქალაქში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს". თავდაპირველად ოჯახი ბიჭის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებდა, თუმცა, როგორც ახლა ამბობენ, მოზარდმა თანატოლებთან ერთად 2 დეკემბერს იქეიფა და სახლში ნასვამ მდგომარეობაში, სახის არეში დაზიანებებით დაბრუნდა. ოჯახი იმ პირების დეტალურად გამოკითხვას ითხოვს, რომლებმაც გაუჩინარებულ მოზარდთან ერთად 2 დეკემბერს იქეიფეს.

იხილეთ ვიდეო: "სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა და დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული" - ოჯახის ახალი ვერსია ქობულეთში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე

"ჩემი ოჯახი ხელს არავის არ ადებს. ბავშვი იყო ნაცემი და მისი გაუჩინარებაც სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია, ძალიან ბევრი გაურკვეველი ფაქტია. ჩვენებებში არ არის მითითებული, რომ გოგის გონება დაუკარგავს. ჩემი ძმა 2 დეკემბერს სახლში ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანეს, სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ამის დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული. 2 დეკემბერს გოგიმ კლასელებთან ერთად იქეიფა და 7 დეკემბერს გაუჩინარდა. გამოძიება დაიწყოს იმ კუთხით, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია.

თავდაპირველად ჩემი ძმის გაუჩინარებას "ლურჯ ვეშაპს" ვუკაშირებდით, თუმცა პოლიციამ გადაამოწმა და ჩემი ძმა აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირებული არ არის. 2 დეკემბერს ვისთან ერთადაც იქეიფა ჩემმა ძმამ, იმ ადამიანების დაკითხვას ვითხოვ. პოლიციას ვუთხარი, ქეიფის დღეს მომხდარი ფაქტის დეტალები. სახეზე იმდენი დაზიანება ჰქონდა, ერთი დაცემით როგორ შეიძლება მომხდარიყო? ჩვენ ფაქტები ხელთ გვაქვს და გამოძიებას ვითხოვთ, პოლიციის მხრიდან რეაგირება თუ არ იქნება, სხვა ზომებს მივიღებთ", - აცხადებს თეონა დოლიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 17 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა