"ის "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა" - ხელვაჩაურში თვითდაზიანების შედეგად დაშავებული მოზარდის მეგობარი

"ის "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა" - ხელვაჩაურში თვითდაზიანების შედეგად დაშავებული მოზარდის მეგობარი

ხელვაჩაურში თვითდაზიანების შედეგად დაშავებული 17 წლის მოზარდის მეგობარი სპარტაკ კ. ადასტურებს, რომ მისი მეგობარი "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მეგობარს პერიოდულად ხელზე დანით დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. სპარტაკ კ-ს თქმით, დაშავებული ნაკლებად კომუნიკაბელური იყო.

"მასთან ვმეგობრობდი. ურთიერთობაში გახსნილი და მოლაპარაკე არ ყოფილა. ის "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა. თვითონ ამბობდა, ვთამაშობდი, მაგრამ ახლა აღარ ვთამაშობო. ხელზე დანით მიყენებული ნაკაწრები ჰქონდა, რაც სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორმაც შეამჩნია",- განაცხადა დაშავებულის მეგობარმა.

როგორც ცნობილია, ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, სანადირო თოფით თვითდაზიანება ორი დღის წინ, სახის არეში მიიყენა. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა