ვინ არიან პანკისში დაჭრილი და დაკავებული პირები - ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

ვინ არიან პანკისში დაჭრილი და დაკავებული პირები - ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან

დუისის რწმუნებული პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და დაკავებული პირების ვინაობის შესახებ საუბრობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიჭრა დუისელი იმირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"რაც შეეხება დაკავებულებს, აყვანილია კიდევ ერთი დუისელი რუსლან ალხანაშვილი და ომალოელი ბადურ ჩოფიკაშვილი. როგორც ვიცი, ეს სპეცოპერაცია უკავშირდება ახმედ ჩატაევისთვის ხელისშეწყობას," - განაცხადა დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა.

თავის მხრივ, "ინტერპრესნიუსს" თელავის საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

პანკისის ხეობაში რამდენიმე სახლში სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50-ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა.

დაკავებულია სამი ადგილობრივი. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი.

გაფრთხილება: ფოტომასალა შეიცავს მძიმე კადრებს

ფოტო: ნათია წითელაური

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა