"ჩვენ ახალ წელს შევხვდით სიცივეში" - ვანიშვილების სახლს შეშის ღუმელიც ვერ ათბობს

"ჩვენ ახალ წელს შევხვდით სიცივეში" - ვანიშვილების სახლს შეშის ღუმელიც ვერ ათბობს

სოფელ ხვითში ერთსართულიანი სახლი სოფლის განაპირას დგას, რომელსაც სულ ორი ოთახი და ცალკე სათავსო აქვს. იატაკზე ცემენტია მოსხმული, კედლები კი, - გასალესი. ამ ოთახში დედა, მამა და ბებია სამ ბავშვს ზრდიან. ცალკე ოთახში ცხოვრობს ლალი ვანიშვილის მეორე შვილი, ასევე, თავისი მოზრდილი, თუმცა არასრულწლოვანი შვილით. ისინი სოფელ ხვითში ცხოვრობენ.

"ჩვენ ახალ წელს შევხვდით სიცივეში. ღუმელი დღე და ღამე გვინთია, მაგრამ კარგად ვერ ათბობს სახლს" - ამბობს ლალი ვანიშვილი. ის, ამავე დროს, ფიზიკურად დასუსტებულია, რადგან ავარიაშია მოყოლილი და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ოჯახის სოციალური მდგომარეობა 2014 წლიდან გაუარესდა, როდესაც კაპიტალური სახლი ბიძაშვილებმა დააცლევინეს. ანზორ ვანიშვილი ომის დროს იძულებული გახდა საცხოვრებლად ვლადიკავკაზში წასულიყო. მის სახლში ცხოვრება კი, ბიძაშვილებმა დაიწყეს. ანზორ ვანიშვილი ამბობს, რომ სახლი გაყიდა, თუმცა თანხა არ გადაუხადეს იხილეთ ვრცლად

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა