პანკისელი უხუცესები თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე განცხადების გაკეთებას აპირებენ

პანკისელი უხუცესები თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე განცხადების გაკეთებას აპირებენ

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის პლატონ გუნაშაშვილის განცხადებით, უხუცესები შეიკრიბებიან და გუშინ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე განცხადებას გააკეთებენ.

"ეს სამწუხარო ამბავი დღეს დილით მედიასაშუალებებიდან შევიტყვე. ძალიან ვწუხვარ ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალების გამო. ვფიქრობ, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა დაგვიანდა, რაზეც მიჩნდება ბევრი კითხვა. დროში რატომ გაწელეს, ხომ ვხედავთ ამან რაც გამოიწვია, თავიდანვე რომ გადაეყვანათ გერმანიაში ან თურქეთში იქნებ რაიმე შანსი ყოფილიყო. მე ვფიქრობ, უხუცესები შევიკრიბებით და გუშინდელ სპეცოპერაციაზე და 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაზე ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" უხუცესთა საბჭოს წევრმა პლატონ გუნაშაშვილმა.

დღეს დილით თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წაიკითხეთ: "დღეს დილას გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა