მაჩალიკაშვილის ბებია: "მოვიდნენ და დაგვღუპონ ყველანი, მოვიდნენ და ცეცხლი წაუკიდონ ამ ოჯახს..."

მაჩალიკაშვილის ბებია: "მოვიდნენ და დაგვღუპონ ყველანი, მოვიდნენ და ცეცხლი წაუკიდონ ამ ოჯახს..."

თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიის თქმით, საზღვარგარეთ რომ მოესწროთ მისი შვილიშვილის გადაყვანა, შესაძლოა ის გადარჩენილიყო.

"ვფიქრობ, რომ გადაეყვანათ, რაღაც მოხდებოდა, მშობლები ხომ მაინც დაიმშვიდებდნენ გულს... უდანაშაულოდ დაღუპეს ჩემი ოჯახი... მოვიდნენ და დაგვღუპონ ყველანი, მოვიდნენ და ცეცხლი წაუკიდონ ამ ოჯახს... რა მოვითხოვო ხელისუფლებისგან? დაიღუპა და დაინგრა ჩემი ოჯახი... წაგვიკიდონ ცეცხლი, როგორც უდანაშაულოდ იმას წაუკიდეს ცეცხლი, ისე წაუკიდონ, სხვას არაფერს არ ვითხოვ" - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

პანკისში, 26 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიოლოგიური სიკვდილი დღეს დილის 08:00 საათზე დაფიქსირდა.

როგორც მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამთენიისას გაუარესდა. ექიმებს სამჯერ ჰქონდათ მცდელობა, რომ გულის მუშაობა აღედგინათ, თუმცა მეოთხე მცდელობაზე ეს უკვე შეუძლებელი გახდა.

ნათია წითელაური

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა