"გაასამართლონ და მისი სახე დამანახონ..." - მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი შვილის გარდაცვალების შემდეგ

"გაასამართლონ და მისი სახე დამანახონ..." - მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი შვილის გარდაცვალების შემდეგ

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ის საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს დროულად და ობიექტურად გამოიძიოს სპეცოპერაციის საქმე და სამაგალითოდ დასაჯოს დამნაშავეები. მაჩალიკაშვილმა იმ სპეცრაზმელის დასჯა მოითხოვა, ვინც მის შვილს ესროლა.

იხილეთ ვიდეო

"ვიდრე სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მიწიდან ამოვთხრი! იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მისი სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმიდან ბოლო წერტილამდე მოვითხოვ ყველა დამნაშავის დასჯას. ამას მოვითხოვ როგორც მე, ისე მთელი პანკისის ხეობა. გამოძიებას ამ დროისთვის ვუცხადებ ნდობას, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ნახეთ: რა ხდება დუისში, სადაც დღეს თემირლან მაჩალიკაშვილს დაკრძალავენ

ხილეთ მამის კომენტარი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა