თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს.

მაჩალიკაშვილებს დღეს დილიდან მომხდარის გამო მიუსამძიმრეს ახლობლებმა, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და ა.შ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვა - კადრები დუისიდა

ფოტო: ნათია წითელაური; გიორგი ფარქოსაძე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა