თელავის მუნიციპალიტეტში 20 წლის გოგონას ეძებენ. სოფელ ნაფარეულში მცხოვრები თიკო ხუციშვილი ათი დღეა გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახს ვერსიები არ აქვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ახალგაზრდის აქტიური სამძებრო სამუშაოები. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.