"სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების შესახებ მუშების ნაწილის გაფრთხილება არ მოხდა, რის გამოც ეს ადამიანები მძიმედ დაშავდნენ"

"სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების შესახებ მუშების ნაწილის გაფრთხილება არ მოხდა, რის გამოც ეს ადამიანები მძიმედ დაშავდნენ"

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშების მდგომარეობა მძიმეა. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა "ინტერპრესნიუსთან" განმარტავს, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია.

"გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა აფეთქება. როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება, რის გამოც ეს ადამიანები მძიმედ დაშავდნენ", - განაცხადა პაატა ნინუამ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა