ვაშლოვანის ნაკრძალში პატრულირება დაწესდება

ვაშლოვანის ნაკრძალში პატრულირება დაწესდება

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვაშლოვანის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემას განავითარებს. პროექტთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტომ, სახეობათა კონსერვაციის სამედიცინო-კვლევითმა ცენტრმა და საერთაშორისო ორგანიზაცია "ფაუნა და ფლორამ" ხელშეკრულება გააფორმეს.

შეთანხმების თანახმად, 20 ათასი ლარი საქართველოში დაცული ტერიტორიების შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

პროექტის მთავარი მიზანია ავტომანქანებით პატრულირება ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც სამართალდამრღვევთა მოქმედების არეალს შეზღუდავს და ასევე არალეგალურ ქმედებებსაც შეამცირებს.

(სრული ვერსია)

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა