ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში მცხოვრები გიგა ოსეფაიშვილის ოჯახი საქონლის სადგომში ცხოვრობს. სათავსოს არც ფანჯარა აქვს, არც იატაკი, არც ჭერი და არც სხვა საყოფაცხოვრებო პირობები.
ოსეფაიშვილებს 2 წლის წინ სახლი დაეწვათ. მანამდე ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა, ხანძრის შემდეგ კი მათი სოციალური ქულა გაიზარდა და დახმარება შეუწყდათ.
"მე და ჩემი მეუღლე საპენსიო ასაკის არ ვართ. ერთი წლის წინ ჩემთან საცხოვრებლად და გადმოვიყვანეთ, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდი და ფსიქიკურად დაავადებულია. ჩემი და ჩემთან გადმოსვლამდე სოციალურ დახმარებას იღებდა, თუმცა მერე მასაც შეუწყვიტეს. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, ჩემი ავადმყოფი დის პენსიაა," - აცხადებს გიგა ოსეფაიშვილი.