სუფსელები სიღარიბესა და ჰაერის დაბინძურებას უჩივიან

სუფსელები სიღარიბესა და ჰაერის დაბინძურებას უჩივიან

ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში  მასობრივი  უმუშევრობა და სიღარიბეა. 1500-კომლიანი სოფელი, ძირითადად, პენსიებითა და სოციალური დახმარებებით არსებობს. თხილი, რომელიც ხშირად გურული სოფლების ერთადერთი შემოსავალია, აქ არ ხარობს. 

ხალხი სოფლის თვითმმართველობის ორგანოების უფუნქციობითაც შეწუხებულია. "გამგებელი რისთვის გვყავს, ვერ გავიგეთ. სოფელს საკუთარი ბიუჯეტი წაართვეს, გამგებელს ხელფასი 700 ლარი აქვს, მაგრამ მიცვალებულის ცნობასაც ვერ გასცემს, რაიონის ხელმძღვანელობას თუ არ შეუთანხმა", - ამბობენ სუფსელები.

მოსახლეობის პრობლემებს რკინიგზაც ემატება.  მატარებლების ხშირი მიმოსვლის გამო, ჰაერი საგრძნობლად არის დაბინძურებული.  "ნავთობი გადააქვთ მატარებლით და საშინელი სუნი დგება. ვიხრჩობით გამონაბოლქვით. ზარალდებიან ჩვენი შვილები, მაგრამ ეს არავის აინტერესებს," - ჩივის მოსახლეობა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა