მოხალისე პედაგოგი ქართველ ჯარისკაცს სექსზე უარის თქმის გამო უჩივის

მოხალისე პედაგოგი ქართველ ჯარისკაცს სექსზე უარის თქმის გამო უჩივის

ამერიკელი პედაგოგის გაუპატიურების ფაქტზე გორის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრები, 22 წლის ჯარისკაცის ბრალდების საქმე უკვე სასამართლოში გადაიგზავნა. ჯარისკაცს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებული ჯარისკაცის ადვოკატის, ფრიდონ მაღრაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს.

"რადგანაც ჯარისკაცმა ამერიკელ პედაგოგს გაუკუღმართებულ სქესობრივ აქტზე უარი უთხრა, მოხალისე პედაგოგმა მას პოლიციაში უჩივლა" - აცხადებს ადვოკატი.

ამერიკელი პედაგოგის, 27 წლის კანზასელი გოგონას სხეულზე და ტანსაცმელზე ჩატარებული ტრასოლოგიური, გენეტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში წერია, რომ ძალადობის ნიშნები არ იკვეთება.

,,ამ ქალბატონმა ჯარისკაცთან ჯერ თავად დაამყარა გაუკუღმართებული ურთიერთობა, ხოლო შემდეგ იგივეს გამეორება მას მოსთხოვა. ქართველმა მამაკაცმა ამაზე უარი უთხრა. აქ საკითხავია, თუ ვინ ვისზე ახორციელებდა ძალადობას. ამის შემდეგ გაბრაზებული ქალბატონი წავიდა პოლიციაში და იჩივლა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, უცხოეთიდან ჩამოყვანილ პედაგოგებს აქვთ დაზღვევა, რომლის მიხედვით, რაიმე დაზიანების მიღების შემთხვევაში, მათ დიდი ოდენობით ფულად კონპენსაციას აძლევენ. ჩვენ ვთვლით, რომ მოხალისე პედაგოგი სწორედ ამ გამორჩენის მიზნით უჩივის ჩვენს ჯარისკაცს. განათლების სამინისტროს ამ პედაგოგის შესახებ ინფორმაცია მოვთხოვეთ, ვინ არის, საიდან მოვიდა. რა გამოცდილება ჰქონდა. ან რას საქმიანობდა ამერიკაში და ა.შ. არანაირი ინფორმაცია განათლების სამინისტრომ არ მოგვაწოდა", - ამბობს ადვოკატი ფრიდონ მაღრაძე.

იხილეთ ვიდეო

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა