მარტოხელა მოხუცებს ხელისუფლებამ საჩუქრად საქანელები გადასცა

მარტოხელა მოხუცებს ხელისუფლებამ საჩუქრად საქანელები გადასცა

კასპის რაიონის სოფელ რკონში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს გამგეობამ საქანელები გადასცა. მოსახლეობისგან დაცლილ სოფელში, სადაც მხოლოდ ორი მოხუცი ცხოვრობს, პრეზიდენტის ინიცირებულ სოფლის პროგრამის ფარგლებში საქანელები დამონტაჟდა. მთიან ზონაში მდებარე სოფელს კი სასმელი წყალი არ აქვს და მისი ზიდვა მოხუცებს შორიდან უწევთ.

წყლის პრობლემას არც სოფლის რწმუნებული, გიორგი სალხინაშვილი უარყოფს. მისი განმარტებით, მოხუცები წყლის რეაბილიტაციას ითხოვდნენ, თუმცა გამოყოფილი თანხა საქანელების გარდა, ვერაფერს გასწვდა.

"სოფლისთვის წელს 2200 ლარი გამოიყო. მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვდა, თუმცა თანხა არასაკმარისი იყო და, ამიტომ, სპორტული კომპლექსი ვარჩიეთ," - აცხადებს რწმუნებული.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა