ჭოპორტის გამგებლის ახლობლებმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ჭოპორტის გამგებლის ახლობლებმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში სოფლის ცენტრში შეკრებილ "ქართული ოცნების" აქტივისტებს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ავტომობილი, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტის გამგებელს, ნუგზარ ლაფანაშვილს ეკუთვნის.

"იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" მაისურები ეცვათ, ელდარ იარაჯულს და ლადო ზურაბაშვილს ავტომობილში მსხდომმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მანქანაში მსხდომები ამოიცნეს. სამივე მათგანი ჭოპორტში ცხოვრობს. მანქანა კი ჭოპორტის გამგებელს ეკუთვნის. გამგებელმა ეს ფაქტი თავადაც აღიარა და ზურაბაშვილს  მომხდარის გამო ტელეფონით ბოდიში მოუხადა, თან სთხოვა, ეს ფაქტი არ გახმაურებულიყო", - აცხადებს "ქართული ოცნების" კოორდინატორი, ნინო ხარანაული.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა