თელავში უცხოელი ტურისტები "ქართული ოცნების" მაისურებით დადიან

თელავში უცხოელი ტურისტები "ქართული ოცნების" მაისურებით დადიან

თელავში უცხოელი ტურისტები კოალიცია "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურებით დადიან. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ტურისტებმა განაცხადეს, ისინი ჩეხეთიდან არიან და საქართველოს დასათვალიერებლად ჩამოვიდნენ. თელავში კი მათ უცნობებმა მაისურები აჩუქეს.

მათი განცხადებით, ვინაიდან დღეს ქალაქში უამრავ ადამიანს აცვია ლურჯი მაისური, მათაც მაშინვე ჩაიცვეს და ასე ათვალიერებენ თელავის ღირსშესანიშნაობებს.

კოალიცია "ქართული ოცნება" თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე დღეს, 18.00 საათზე აქციას გამართავს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა