11:13 / 04-12-2012
წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, შესაძლოა, სისხლისღვრამდე მივიდეს
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სოფელში ვითარების გასარკვევად პარლამენტის წევრები - სოსო ჯაჭვლიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ. დეპუტატები წინწყაროში ჩასახლებულ სვანებს შეხვდნენ. შეხვედრის დროს პარლამენტის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაპირისპირება თუ არ შეწყდა, სისხლისღვრა გარდაუვალია.

წინწყაროში ბერძნები ცხოვრობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი დიდი ნაწილი საქართველოდან წავიდა, სოფელში აზერბაიჯანელები დასახლდნენ. 2005 წელს, მთავრობამ წინწყაროში მაღალმთიანი აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრანტების 400-მდე ოჯახი ჩაასახლა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თამაზ მოსიძის
ინფორმაციით, აჭარელი ეკომიგრანტების უმრავლესობა გაქრისტიანდა. მისივე თქმით, სოფელში 20-მდე მუსლიმი ოჯახია. ისლამის მიმდევარია სოფელში მცხოვრები აზერბაიჯანელების 100-მდე ოჯახიც, თუმცა აზერბაიჯანელი და აჭარელი მუსლიმები ერთად არ ლოცულობენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა პირებმა სოფლის ერთ-ერთი სასაფლაოს ჭიშკარზე ჯვრები ახსნეს. ინცინდენტმა წინწყაროში მცხოვრები სვანები გააღიზიანა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჯვრები აჭარელმა მუსლიმებმა ახსნეს.

აჭარელი მუსლიმების თქმით, ქრისტიანებმა სასაფლაოზე შესასვლელ კარზე ჯვარი მიზანმიმართულად დაამაგრეს. თამაზ ხოზრევანიძე ადასტურებს, რომ ეს ფაქტი მათ უკმაყოფილებას იწვევდა, თუმცა არ იცის, ვინ ჩამოხსნა ჯვარი კარიდან.

"თურქმა გვიყიდა კერძო სახლი, რომელიც მეჩეთად ვაქციეთ. სვანები გვეუბნებიან, ამას არ დავუშვებთ, ქართული სოფელია და არ შეიძლება მეჩეთი იყოსო. მე ეკლესიაში ვერ შევალ, ღმერთი არ მაპატიებს. მე ჩემი რწმენა მაქვს, მათ თავისი. ჩვენ მაგათ ვუშლით რატომ შედიხართ ეკლესიაშიო? სახლი, რომელსაც მეჩეთად ვიყენებთ, სოფლის ბოლოში დგას და არავის უშლის, ხალხი ლოცულობს და გამოდის. პარასკევს მთელი ამბები იყო. მთელი პოლიცია და მილიცია აქ იყო. ამ პარასკევს კიდევ აპირებენ ხელშეშლას, მაგრამ არ დავთმობთ," - აცხადებს ადგილობრივი თამაზ პაპიძე.

სრული ვერსია
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

11:59 / 07-12-2012
shota
0
დაანებეთ თავი სხვა რელიგიების დევნას თქვე სულელო ფანატიკოსებო
11:47 / 05-12-2012
me
0
ერმაკ, თუ ეშმაკ...რადგან ვერ გაგიგია,რომ რელიგია სარწმუნოებაა და "მაგარი" ვერ იქნება.სხვებს თავი დავანებოთ და იმაზე ვიპიქროთ, რომ ჩვენი სახელოვანი ქართველები იმით იქცნენ გმირებად, რომ არ დათმეს ქრისტიანობა,ეს ერთადერთი რამ არის, რამაც შეიძლება ქართველობის გაერთიანებაში დიდი როლი შეასრულოს, აზერბაიჯანელი წავიდეს და თავის ქვეყანაში ილოცოს,ქართული გვარის მქონეს კი სირცხვილი სალოცავად რომ მეჩეთში შევა...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49