"ოცნებით" უკმაყოფილო მოქალაქეები "ნაციონალების" აქციაზე მიდიან

"ოცნებით" უკმაყოფილო მოქალაქეები "ნაციონალების" აქციაზე მიდიან

საზოგადოებრივი მოძრაობა "19 აპრილის" წარმომადგენლებმა ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეხვედრა გამართეს. ისინი 19 აპრილს, თბილისში დაგეგმილ "ნაციონალების" აქციას უერთდებიან. მოძრაობის წევრების განცხადებით, მათ სურთ "ქართულ ოცნებას" დაანახონ, რომ ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია მოქალაქეთა გაერთიანების სახით, რომელიც ხელისუფლების საქმიანობით კმაყოფილი არ არის.

გარდა ამისა, "19 აპრილის" წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ არასოდეს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში არ ყოფილან. თუმცა, ამ შემთხვევაში მათი და "ნაციონალების" მოსაზრებები ქვეყნის ინტეგრაციის თვალსაზრისით ერთმანეთს ემთხვევა.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა